ჩვენს შესახებ

MEGA ქვის სამტვრევი დანადგარებმა კომერციული საქმიანობა 2015 წელს დაიწყო კომპანია Mega Export Import’ის შვილობილ კომპანიად. როგორც MEGA ქვის სამტვრევ-სახარისხებელი ქარხნების დიდი ოჯახი, ჩვენ ვაწარმოებთ ნებისმიერი სახის სტაციონალურ ქვის სამსხვრევ დრაბილკას. სფეროს ქვის სამტვრევი-სახარისხებელი დანადგარების მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისთვის დაბალ ფასად და მაღალი ხარისხით, Mega დრაბილკები დაარსდა 8000 მ²ფართზე. დღეის თანამედროვე ობიექტზე ბოლო უმაღლესი ხარისხის დრაბილკებს ვაწარმოებთ.

მაღალ კვალიფიციური პერსონალი, უახლესი ტექნოლოგია და მაღალი ხარისხის ნედლეული არის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი რომელიც ზრდის ჩვენი ბრენდის ღირებულებას დრაბილკების წარმოებაში. სწორი ხარისხის მასალის არჩევით და ნედლეულის მომარაგების მეშვეობით, ქვის სამტვრევი დანადგარების თითოეული მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომ ფასებში წარმოებამ, მსოფლიოს 52 ქვეყანაში გაგვხადა ამორჩეული კომპანია.
Mega ქვის სამტვრევი დრაბილკების მიღწეული ამ წარმატების უკან დგას მომხმარებელზე ორიენტირებული და პროდუქტიულობაზე დაფუძნებული მენეჯმენტი. ჩვენმა კომპანიამ, რომელიც დაარსების დღიდან სტაბილურად იზრდებოდა თავისი პროფესიონალიზმით, პატიოსნებით, ინოვაციებით და ბაზრის განვითარების მახასიათებლებით, მოიპოვა დიდი პრესტიჟი დრაბილკების წარმოების სექტორში. ვაგრძელებთ ლიდერი კომპანიის პოზიციის შენარჩუნებას ძლიერი ადმინისტრაციული და ფინანსური სტრუქტურით, რომელიც ყურადღებით ადევნებს თვალს სექტორში განხორციელებულ ინოვაციებსა და განვითარებებს. ჩვენ მიერ წარმოებული ქვის სამტვრევი ქარხნები ძირითადი პრინციპია სერტიფიცირებული ნედლეულის გამოყენება და მათი მიწოდება დაპირებულ თარიღში

ხარისხის მენეჯმენტი

ხარისხიანი პროდუქციის, უსაფრთხო შოპინგისა და მომხმარებლის უპირობო კმაყოფილების პრინციპით, თქვენთვის ჩვენი ძვირფასი მომხმარებლებისთვის, ვაწარმობთ და გავაგრძელებთ მხოლოდ საუკეთესო პროდუქციის წარმოებას. ჩვენ ვიცით რას ნიშნავს ხარისხი, აქედან გამომდინარე MEGA დრაბილკების დიდი ოჯახი დიდი ენერგიით აგრძელებს მუშაობას, უახლესი ტექნოლოგიებით და კვალიფიციური პერსონალის დახმარებით. ყველაფერს ამას ადასტურებს, მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში მყოფი MEGA სტაციონალური ქვის სამტვრევი ქარხნების მფლობელი ბედნიერი მომხმარებლების ფართო ორტფოლიო.

ლოჯისტიკა და სერვის მომსახურება

ხარისხიანი პროდუქციის, უსაფრთხო შოპინგისა და კმაყოფილი მომხმარებლები არის ჩვენი მიზანი. ჩვენ გვაქვს ჩვენი მომხმარებლების უფლებების დაცვისა და მათთან გვერდით დგომის პრინციპი. უმაღლესი ხარისხის მომსახურება ლოჯისტიკურ საქმიანობაში, მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში ყველაზე სწრაფი მიწოდება და 24/7 მომხმარებელთა მხარდაჭერისათვის აქტიური ცხელი სატელეფონო ხაზით ვიმყოფებით თქვენს სამსახურში. შეგიძლიათ თვალყური ადევნოთ თქვენს მიერ შეკვეთილი დრაბილკის წარმოების პროცესს ონლაინ რეჟიმში 24/7 საათის განმავლობაში. ნებისმიერი გაუმართაობიდან გამომდინარე წარმოქმნილი პრობლემების შემთხვევაში, რომელიც შეიძლება მოხდეს პროდუქტის მიწოდების შემდეგ, ჩვენი ექსპერტების გუნდით და მომსახურე პერსონალით, ჩვენ ვაწარმოებთ მყისიერ გადაწყვეტაზე ორიენტირებულ შედეგებს და აღმოვფხვრით თქვენი ბიზნესის პოტენციურ ზარალს.

სექტორში გამოცდილი 100’ზე მეტი პერსონალით ჩვენი პროდუქციის უმაღლესი დონის ხარისხის სტანდარტს ვინარჩუნებთ.
ჩვენ გვყავს 8 განსხვავებულ ენაზე მოსაუბრე გაყიდვების წარმომადგენლები და მზად ვართ თქვენთვის ვაწარმოოთ ახალი პროექტები თქვენი საჭიროების შესაბამისად.

MEGA © 2024 – Copyright